უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები გიორგი გახარიას პარტიას შევიწროებაში ადანაშაულებს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, პარტია „საქართველოსთვის“ ცდილობს მათი ქონების მისაკუთრებას და კავშირზე კონტროლის მოპოვებას. ამ მიზნით კი კავშირის წევრებს უკვე თვეებია ებრძვიან.
პარტია „საქართველოსთვის“ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.