არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, უსანათლოთა სკოლის შენობაში სარემონტო სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა.
სასწავლებელში არსებული მძიმე სიტუაცია ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველის იმ ანგარიშშიც მოხვდა, რომლის გამოქვეყნების შემდეგ სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. 128 წლის წინ აშენებული 202-ე სკოლის შენობა ავარიულია, რის გამოც სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთა უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა.