აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ბენეფიციარი ქვეყნების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველომ ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით, მაღალი შეფასებები მიიღო. გზამკვლევი, რომელშიც სექტორულად არის შეფასებული ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი თვითუზრუნველყოფის პროცესში, ხაზს უსვამს რეგიონში საქართველოს წამყვან როლს ლიბერალური დემოკრატიის, ღია, პასუხისმგებლიანი მმართველობისა და მთავრობის ეფექტიანობის, ბიზნესის გარემოს, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით.
რიგ კომპონენტებში – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ეფექტიანობის, გადასახადების ადმინისტრირებისა და ვაჭრობის თავისუფლების მიმართულებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს.