„გოგოები ცვლილებებისთვის“ – ამ სახელწოდებით ევროპული ბიზნესასოციაციისა და ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაციის – „ქალები მომავლისთვის“ თანამშრომლობით USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის, გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
პროგრამის მიზანი ახალგაზრდა ქალების მხარდაჭერაა, ლიდერობისა და მართვის უნარების განვითარებისთვის. სასწავლო პერიოდში დარგის ექსპერტების, ბიზნესასოციაციებისა და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით, სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნას ბიზნესის მართვის, ვაჭრობისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. პროგრამაში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან 40 სტუდენტი მიიღებს.