საქართველოს პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და ხაზი გაუსვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან მუშაობის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ქვეყანა და ზოგადად რეგიონი დიდი გამოწვევის წინაშეა. მისივე განცხადებით, ასეთ ვითარებაში მთავრობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან რვა წელი გავიდა.