უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენში

დღეს და მომდევნო სამი დღის განმავლობაში მიუნხენი მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი იქნება. უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია გახსნილია.

ქალაქში, სადაც მსოფლიო ლიდერები და მაღალი რანგის პოლიტიკოსები არიან შეკრებილები, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები რუსეთის და აშშ-ის ურთიერთობები და ლიბერალური დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევებია.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიებაც უნდა გაიმართოს, რა დროსაც პრემიერი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა. ასევე დაგეგმილია რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა.

„მოამბე“ მიუნხენიდან, გურამ როგავა აშუქებს უსაფრთხოების კონფერენციას.