ოპოზიციაში საარჩევნო სტრატეგიის გარშემო ისევ ვერ თანხმდებიან. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიხეილ სააკაშვილის შესახებ დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა გააღიზიანა. ამის დასტურია სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის პოსტი, სადაც ის ოპოზიციურ ძალებს საკუთარი პარტიის და ლიდერის დომინანტობაზე მიანიშნებს და ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს. ამ მიმართვას წინ უძღოდა რეგიონებში მაჟორიტარებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ დამოუკიდებელი გეგმის დაანონსება, რაც დანარჩენმა ოპოზიციამ არ მოიწონა და სააკაშვილის ბოლო განცხადება, სადაც მომავალ არჩევნებში უპირობო გამარჯვებულად საკუთარი პარტია გამოაცხადა.
მოახერხებენ თუ არა წინასაარჩევნოდ სხვადასხვა იდეოლოგიის და შეხედულების მქონე ოპოზიციური პარტიები კოორდინაციას და დაანონსებული ერთიანი ოპოზიციური ფრონტის რეალობად ქცევას, – ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.