ურთიერთბრალდებები

დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ „ევროპულ საქართველოს“ ცესკო-სა და ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, პარტია, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძეა, არჩევნების გაყალბების პროცესშია ჩართული. მისივე მტკიცებით, 29 აგვისტოს 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ სხდომებზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლბმა მხარი დაუჭირეს კომისიის ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც „ძალა ერთობაშია“ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, – მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების გასაუბრების გზით დანიშვნის საკითხს. ბრალდების ადრესატები კი აცხადებენ, რომ გაერთიანების, – „ძალა ერთობაშია”, – წინადადებას „ევროპული საქართველო“ შეუერთდა, თუმცა ეს საკითხი ყველა ოლქში არ განხილულა და ზოგიერთ რაიონში ამავე პარტიის მიერ წარდგენილმა საოლქო კომისიის წევრებმა ინიციტივას მხარი არ დაუჭირეს. „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ურთიერთბრალდებების ნაცვლად, რეგიონებში თანამშრომლობის რეჟიმზე გადავიდეს.