„ურთას მთის“ გარე პერიმეტრზე აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა
ზუგდიდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის – „ურთას მთის“ გარე პერიმეტრზე, აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა.
მონიტორინგის სისტემები მთელი ქვეყნის მასშტაბით არის განლაგებული. მისი გამოყენებით დგინდება მავნებლის რაოდენობა და გავრცელების არეალი.
საქართველოს მასშტაბით, ტყისპირა პერიმეტრებზე „მოიზიდე და გაანადგურე“ ტექნოლოგიის სადგურები განლაგდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ჯამში 2800-მდე ფერომონი დამონტაჟდა. ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის, აბაშის მუნიციპალიტეტში მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს, სადაც შექმნილია მონაცემების ელექტრონული ბაზა.
მონიტორინგის შედეგები ინტერაქტიულ რუკაზე აისახება და ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით, განსახორციელებელი ღონისძიებები იგეგმება.
სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა. ტექნიკის რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია.