სპეცოპერაცია მალთაყვის ტყეში.
საქართველოს მოქალაქეს რადიაქტიური ნივთიერების გაყიდვის მცდელობაში ადანაშაულებენ. გამოძიება ბრალდებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, საუბარია რადიაქტიურ ნივთიერება ურანზე, თუმცა მისი მოპოვების დეტალები არ საჯაროვდება. დაკავებული ილია ბელქანია, რომელიც ფოთში აიყვანეს, ოჯახთან ერთად ჩხოროწყუში ცხოვრობს. ურანის გასაღების ფაქტზე ბოლო ოპერაცია ქვეყანაში 2016 წელს ჩატარდა, მაშინ სამართალდამცავებმა საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს.