უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს დღეს თბილისის მერი ადგილზე გაეცნო. პროექტის პირველ ეტაპზე, მთლიანად შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა და მიწის ზედა კომუნიკაციები. მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები, რომლებიც მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ქუჩის ერთ მხარეს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდა. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ცალმხრივად. პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდათ.