საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
უნგრელ კოლეგას დღესვე შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქართველი და უნგრელი სამხედროების მიერ ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში შეტანილ წვლილსა და ერთობლივ მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში, კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი.