უნგრეთის პრემიერის ვიზიტი საფრანგეთში

ევროპელი ლიდერები ახალი გამოწვევის წინაშე.

14-15 დეკემბრის სამიტამდე ევროკავშირი უნგრეთის პრემიერის გადარწმუნებას ცდილობს. ვიქტორ ორბანის პოზიცია უკრაინის ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დილემაა. უნგრეთის მთავრობის მეთაური ომში მყოფი ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრის დროს ტონს ყოველდღიურად ამკაცრებს და ძალაში ტოვებს მოთხოვნას, რომლის მიხედვით ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება უნდა გადადოს და საკითხი მომავალი კვირის სამიტის დღის წესრიგიდან საერთოდ უნდა ამოიღოს. შარლ მიშელის შემდეგ ორბანთან მოლაპარაკებები და კომპრომისის მიღწევა საფრანგეთის პრეზიდენტმა სცადა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პარიზში ჩავიდა. თუ ორბანთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, უკრაინის საკითხი ეჭვქვეშ დგება. გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერთა თანხმობა სჭირდება.