უნგრეთის პრემიერის ვიზიტი - პოლიტიკური გზავნილები

ევროინტეგრაციის პროცესში საქართველო უნგრეთისგან უპირობო მხარდაჭერას იღებს.

თბილისში სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანმა მეგობარ ქვეყანას მტკიცე მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა. უნგრეთის პრემიერმა ევროგაერთიანების წევრები თბილისიდან გააკრიტიკა და თქვა, რომ გაბრაზებულია მოცემულობით, რომლის მიხედვითაც, საქართველომ ევროპული პერსპექტივა, რეფორმების პროცესში მასთან ჩამორჩენილმა ქვეყნებმა კი კანდიდატის სტატუსი მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის გარდა, ვიზიტის ფარგლებში უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. იმსჯელეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ყველა იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებზე, რომელშიც პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად მონაწილეობენ.