უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. ვიქტორ ორბანი და მისი მეუღლე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერმა და მისმა მეუღლემ გვიან ღამით გააცილეს.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის მთავრობის მეთაური 10 ოქტომბერს ეწვია. ვიქტორ ორბანი თბილისში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შედგა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც უნგრულმა და ქართულმა მხარეებმა ხელი მემორანდუმებს მოაწერეს. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.