უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში

თბილისს ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სტუმრობს.

ვიქტორ ორბანი უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას. ირაკლი ღარიბაშვილმა მეგობარი ქვეყნის პირველ პირს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართული მხარის მტკიცე ერთგულება ევროპული მისწრაფებებისადმი. ღარიბაშვილმა აქცენტი გააკეთა 12 რეკომენდაციის შესრულების გამჭვირვალე ინკლუზიურ პროცესზე და ხაზგასმით განაცხადა, რომ ქვეყანა წლის ბოლოს დამსახურებულ კანდიდატის სტატუსს ელოდება. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებს. ამ კუთხით აღინიშნა შავი ზღვის კაბელის პროექტი, შუა დერეფანი და ორი ქვეყნის პარტნიორობის გაძლიერება განახლებადი ენერგიის, ტურიზმის ინვესტიციების მოზიდვისა და სხვა მიმართულებებით.