უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაღალი რანგის სტუმარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საქართველოში უნგრეთის ელჩი დახვდნენ. ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. ასევე საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც გაიმართება მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.