საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გრძელდება. ვიქტორ ორბანისა და მისი მეუღლის პატივსაცემად სადილი გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მტკიცე ერთგულება ევროპული მისწრაფებებისადმი. პრემიერ-მინისტრებმა გუშინ პირისპირ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართეს. განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული პარტნიორობა. დღეს დაგეგმილია საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა და მემორანდუმების გაფორმება. ასევე ირაკლი ღარიბაშვილისა და ვიქტორ ორბანის ერთობლივი პრესკონფერენცია.