პოლონეთსა და ევროკავშირს შორის დავა ახალ ფაზაში გადადის.
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის ვერდიქტი ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეს უქმნის – ასე აფასებს ბრიუსელი პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით პოლონეთის ეროვნული კანონმდებლობა რიგ შემთხვევებში ევროკავშირის კანონებზე მაღლა დგას. ევროკავშირი პოლონეთის მთავრობას დაფინანსების შეჩერებითაც კი დაემუქრა. დავაში პოლონეთს მხარს უჭერს უნგრეთი, რომლის პრემიერი ევროკავშირსა და აშშ-ს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში სდებს ბრალს. ათიათასობით მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ ვაშინგტონი და ჯორჯ სოროსი უნგრეთის ხელისუფლების სათავეში მათი მხარდამჭერების მოსვლით არიან დაინტერესებულები.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს. ორბანის ხელისუფლებას ოპოზიცია გაერთიანებული ფრონტით უპირისპირდება.