ვარძია, ხერთვისი, ოლოდა, მთა-თუშეთი, დმანისის არქეოლოგიური საიტი: კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლები, შესაძლოა, იუნესკოს ძირითად ნუსხაში მოხვდეს.
ოფიციალური თბილისი ამ მიმართულებით მუშაობას იწყებს. გაეროს კულტურის ორგანიზაციაში შესაბამისი თხოვნის გაგზავნამდე მთელი რიგი პროცედურებია ჩასატარებელი. მათ შორის არის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ძეგლების მართვის მექანიზმების შემუშავება.
ჩამოთვლილი ხუთივე ძეგლი სამი ნომინაციით 2007 წლიდან უკვე შეტანილია იუნესკოს წინასწარ ნუსხაში, ძეგლების მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად სიაში მოსახვედრად კი ორგანიზაციის რამდენიმე რეკომენდაციაა შესასრულებელი.
თათია კუჭუხიძე მუშაობდა თემაზე.