ბათუმის სანაპირო ზოლში მდებარე სავაჭრო ობიექტების მფლობელთა ნაწილს ჯიხურების და მაღაზიების დასაშლელად სამდღიანი ვადა აქვს.
გაფრთხილება მეწარმეებმა მერიისგან მიიღეს, რომელიც მოთხოვნას შესაბამისი ნებართვების არარსებობით ხსნის.
მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ქალაქის მთავრობა ობიექტების დემონტაჟს აპირებს.
გეგმა მოსწონს, თუმცა სანაპირო ზოლის განვითარების სტრატეგიის კუთხით მერიის მიმართ შენიშვნები აქვს მესამე სექტორს.