უნებართვო ქმედება ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსში

უნებართვო ქმედება ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსში. მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო თვითნებურად არის დამონტაჟებული.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოების შედეგების სამართლებრივი შეფასებისა და აღკვეთის უზრუნველსაყოფად ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი სოფელ ტიმოთესუბანში ხვალ გაემგზავრება.

სააგენტოს ცნობით, ქმედების შესახებ არც ადგილობრივ ეპარქიას და და არც საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია.