დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში გამოიდარებს. უნალექო ამინდები 22 იანვრამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში აცხადებენ, რომ თბილისში ტემპერატურის მატება მოსალოდნელია შვიდიდან ცხრა გრადუსამდე.
მცირედი ნალექია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოში.