საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 1.9 პუნქტით შემცირდა და 12.1% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, შემცირება ძირითადად სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული.
სტატისტიკის თანახმად, საქალაქო დასახლებებში უმუშევრობა 18,1%-ია, სოფლად კი 5,9%. რაც შეეხება უმუშევრობას სქესობრივ ჭრილში, ქვეყანაში მცხოვრები ქალების 10,4% და კაცების 13,7% დაუსაქმებელია.