„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან და შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ წევრები ფიქრობენ, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია კრახისთვის არის განწირული, რადგან იგივე შემადგენლობითა და მასშტაბით პარტია ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, რათა მოსახლეობაში ოპოზიციის იმიჯი არ შეილახოს.