უმრავლესობის წევრების პოზიცია

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ყველა ობიექტური კრიტერიუმით იმსახურებს, რადგან ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ყველა ვინც ფიქრობს, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, ამით საქართველო-უკრაინის ურთიერთობას და ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს, ასეთი განცხადებებით კი, მისივე თქმით, მოგებული მხოლოდ რუსეთის ფედერაცია დარჩება.