მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში რაიმე ცვლილების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა დეპუტატები ასევე აღნიშნავენ, რომ მმართველ პარტიას დაგეგმილი აქვს განახლება, მათ შორის პარტიაში და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზეც. დეპუტატები აცხადებენ, რომ თეა წულუკიანი მმართველი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია.