უმრავლესობის სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა არ უნდა მიეცეს, ვინაიდან ეს არ არის უმრავლესობის არც პირველი და არც ბოლო შეხვედრა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, ის საკითხები, რაც პოლიტიკური გუნდის შიგნით ირკვევა, ძალიან კორექტულად და მშვიდად უნდა გადაწყდეს.
მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, პარლამენტარების მთელი ყურადღება მიმართული უნდა იყოს არა დეპუტატების კამათის, არამედ საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების მიმართ.