მმართველ პარტიაში სამსაათიანი შეხვედრა დასრულდა.
გუნდი შეთანხმდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კრიტერიუმებზე და პროცედურებზე ირაკლი კობახიძის და ექვსი დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონ-პროექტს ერთხმად დაუჭერს მხარს.
„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ სხდომას პარტიის თავმჯდომარეც ესწრებოდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო პარტიის განახლება და ახალი სახეების მოძიებაც. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთი საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს.
სალომე ქოქიაშვილმა მოისმინა შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებები.