მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ თუ ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვება, ეს იმის დასტური იქნება, რომ მათი ოპონენტები დემოკრატიაზე ამბობენ უარს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეცვლილი საარჩევნო სისტემის შედეგად, დღეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შესაძლებლობა ცხრა პოლიტიკურ პარტიას აქვს.
არჩილ თალაკვაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა იქვე ამბობს, რომ შეთანხება მხოლოდ ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიასთან იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.
დღის თემა