პარლამენტი პრეზიდენტის რიგით მეცხრე ვეტოს დღევანდელ სხდომაზე დაძლევს. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატები ამ წუთებში განიხილავენ. სხდომას ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილი ესწრება. საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომელიც გადაწყვეტილების წესის ცვლილებასა და კვორუმის შემცირებას ითვალისწინებს, ოპოზიცია აკრიტიკებს. ოპონენტების ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობს მმართველი გუნდი.
მანანა დევაძე დეტალებით.