უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტი მმართველი გუნდის მხრიდან დღეს კრიტიკის სამიზნე გახდა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონზე ვეტოს დადების გამო.

სახელისუფლებო გუნდი, რომელიც კანონის მიღებას სუს-ის მიერ დაანონსებული დესტაბილიზაციის აღკვეთის ერთ-ერთ გზად განიხილავს, ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას რადიკალურ ოპოზიციასთან შეთანხმებულად აცხადებს. ოპონენტები კი კანონზე პრეზიდენტის პოზიციას იზიარებენ. დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე, სამართლებრივი შეფასების მიზნით ეუთო-იდირს უკვე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა.

რა არგუმენტებით იხელმძღვანელა პრეზიდენტმა ვეტოს დადებისას და როგორია პოლიტიკურ მხარეთა შეფასებები – მანანა დევაძე დეტალებით.