უკრაინული მხარის მორიგი ბრალდება

მორიგი უმძიმესი ბრალდებები უკრაინიდან. საქართველოს ხელისუფლების მისამართით მწვავე და სკანდალურ განცხადებებს ამჯერად ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი აკეთებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ქართულ მხარეს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მცდელობაში პირდაპირ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი ჯერ მოწამლა, ახლა კი ნელ-ნელა კლავს. ზელენსკიმ ეს განცხადება, გუშინ ავსტრიის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა და უმაღლესი ტრიბუნიდან მსოფლიოს სააკაშვილს ფოტოებიც აჩვენა. უკვე დღეს კი ოფიციალურ თბილისს მიხეილ სააკაშვილის გადაცემა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსთხოვა. დღის ბოლოს ზელენსკის პოზიცია გაიზიარა მოლდოვის პრემიერმაც და ქართულ მხარეს სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა.