უკრაინაში მოქმედ რუსეთის დიპლომატიურ მისიებს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა აეკრძალათ
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ რუსეთის დიპლომატიურ მისიებს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა აეკრძალათ. არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მოსკოვის ქმედების საპასუხოდ მიიღეს. კერძოდ, უკრაინის მთავრობამ რუსეთის ხელისუფლებას ნოტა გაუგზავნა მოწოდებით, არ ჩაეტარებინათ არჩევნები ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე. უკრაინის საგარეო უწყების თხოვნა რუსეთის ფედერაციამ არ გაითვალისწინა.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართება. არჩევნებში 8 კანდიდატი მონაწილეობს. ვლადიმერ პუტინი საკუთარ არჩევანს სწორედ ანექსირებული ყირიმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში დააფიქსირებს.