უკრაინის თავდაცვის მდივნის განცხადება

დასავლეთის სტრატეგია, რომ არ მოხდეს რუსეთის პროვოცირება, არ მუშაობს და არ იმუშავებს, რადგან რუსეთი საქართველოში მას შემდეგ შეიჭრა, რაც 2008 წელს ქვეყანას ნატო-ს გზა დაუბლოკეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გერმანია, ნატო-ს გავლით, უკრაინის შეიარაღებით მომარაგების ბლოკირებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, გასულ თვეში ბერლინმა „ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს“ საშუალებით, ვეტო დაადო უკრაინის მიერ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო და ანტისნაიპერული სისტემების შესყიდვას.