უკრაინის სოლიდარობის აქცია თბილისში

სოლიდარობის მორიგი აქცია თბილისში და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა შვიდ ქალაქს. უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლას მოქალაქეები საქართველოსა და უკრაინის ეროვნული დროშებით ხელში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ელოდებოდნენ. მინდა, ჩუმად არ იყოთ, ქუჩაში გამოხვიდეთ, მხარი დაუჭიროთ  ჩვენს ბრძოლას, რადგან თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მოგვიანებით განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა და ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა.  ვიდეომიმართვისას საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, – ეს არის ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ღირსება, ქართველი ხალხის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის!