უკრაინა დასავლეთისგან სამხედრო დახმარებას და თავდაცვითი სისტემების სასწრაფოდ მიწოდებას ითხოვს.
ბრძოლის ველზე წინსვლისთვის ომში მყოფ ქვეყანაში შეიარაღების გაგზავნა სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხად ცხადდება. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ახლა ბახმუტია, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ძირითადად თავდაცვით მოქმედებებს ატარებენ. სამხედრო დახმარების საკითხის აქტუალიზაციისთვის ოფიციალური კიევი ახლა ყველა საერთაშორისო პლატფორმას იყენებს. მათ შორის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, სადაც უკრაინის პირველმა დიპლომატმა მკაფიო გზავნილები გააჟღერა. მოთხოვნის გააქტიურების ფონზე კიევმა რამდენიმე ქვეყნიდან კონკრეტული დაპირებები მიიღო.