გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა. ამჯერად, მასში ორი ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „აირის-ტე” და 10 ერთეული მობილური რადარებია შესული. დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვებსა და სხვა საბრძოლო მასალებს. საერთო ჯამში გერმანიამ 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინას 5.4 მილიარდი ევროს ღირებულების აღჭურვილობა მიაწოდა.