უკრაინის საკითხი აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა განიხილეს

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედროების მობილიზების საკითხი აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა განიხილეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტებმა დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და განიხილეს კოორდინირებული მოქმედებები როგორც დიპლომატიის, ასევე რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე ეკონომიკური ხარჯების დაკისრების კუთხით, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება.