უკრაინის სახელმწიფო ბალეტი თბილისის ბალეტის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
საბალეტო დასი ხვალ თანამედროვეობის ორ საბალეტო შედევრს – ჯონ ნოიმაიერის და ჰანს ვან მანენის ორ ერთმოქმედებიან სპექტაკლს წარმოადგენს. ხვალინდელი პროგრამა ქართული დასის და მოწვეული სტუმრების ერთობლივ საკონცერტო ნომრებსაც მოიცავს.
ფესტივალის ფარგლებში თბილისს მსოფლიო ბალეტის არაერთი ცნობილი ვარსკვლავი სტუმრობს, მათ შორის ქართველი მოცეკვავეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის თეატრებში მოღვაწეობენ.
თბილისის ბალეტის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი 9 ივლისამდე გაგრძელდება.