მსოფლიოს დაუყოვნებელი ქმედებებისკენ მოუწოდებს და რუსეთის წინააღმდეგ მისაღებ ზომებზე საუბრობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. დმიტრო კულება სოციალურ ქსელში ხუთპუნქტიან სიას აქვეყნებს:
1. გამანადგურებელი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ;
2. რუსეთის სრული იზოლაცია ყველა საშუალებით, ყველა ფორმატში;
3. შეიარაღება, აღჭურვილობა უკრაინისთვის;
4. ფინანსური მხარდაჭერა და ჰუმანიტარული მხარდაჭერა“, – წერს კულება.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.