უკრაინის პრეზიდენტობის ორი კანდიდატი ერთმანეთის პირისპირ.
არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, პეტრო პოროშენკოს და ვლადიმირ ზელენსკის შორის მწვავე დებატები მიმდინარეობს. კანდიდატები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე იმყოფებიან, სადაც 70 000-მდე ადგილი თითქმის შევსებულია.
პოლიტიკაში მოსული შოუმენი, რომელიც პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა, აღიარებს, რომ წლების წინ თავადაც პოროშენკოს მხარდამჭერი იყო, თუმცა შეცდა.
დებატების დაწყებამდე ორივე კანდიდატმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა, კანდიდატებმა გამოსვლები ძირითადად ერთმანეთის გასაკრიტიკებლად გამოიყენეს. ამ წუთებში კონკურენტები ერთმანეთს კითხვებს უსვამენ.
ლიკა ალელიშვილი ადევნებს თვალს პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებს.