უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი შვედეთში

უკრაინის პრეზიდენტი შვედეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. როგორც უკრაინული მედია წერს, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შვედეთი გახდება შემდეგი სახელმწიფო, რომელთანაც უკრაინა მოლაპარაკებებს დაიწყებს ორმხრივ შეთანხმებაზე უსაფრთხოების გრძელვადიანი ვალდებულებების შესახებ. „შვედეთმა მხარი დაუჭირა დიდი შვიდეულის დეკლარაციას უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ. ჩვენ მადლობელი ვართ ამისთვის, დღეს კი ჩვენი გუნდები განიხილავენ მუშაობას შესაბამის უკრაინულ-შვედურ ორმხრივ დოკუმენტზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.