ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ კიევის დატოვებას არ აპირებს. „ყველა ადგილზე ვართ. ყველა ვმუშაობთ. ყველა იქ არის, სადაც საჭიროა. არ ვიმალები და არავისი მეშინია“,– ამბობს გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტი. მისი განცხადებით, რუსეთის მიერ განადგურებულ ქალაქებს თავიდან ააშენებენ და ისინი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე რუსეთის ყველა ერთად აღებული ქალაქი. პრეზიდენტმა ქვეყნის თავდაცვის გასაძლიერებლად, საერთაშორისო მისიებში მყოფ უკრაინელ მშვიდობისმყოფელებს უკრაინაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.