უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საფრანგეთს უკრაინის მიმართ ევროპული თავდაცვის მხარდაჭერა ახალ დონეზე აჰყავს. მისივე განცხადებით, დიპლომატიური მარათონის შედეგად, მათ ხელშესახები სიახლეები აქვთ. ახალ რამშტეინამდე ასეთი სიგნალი ძალიან აქტუალურია. აუცილებელია, ამ წელს ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიას და არ გადაიდოს თავდაცვითი შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია დააჩქაროს ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება. თანამედროვე დასავლური ჯავშანტექნიკა, დასავლური სტილის ტანკები – ეს არის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ბახმუტის მებრძოლებზე, რომლებიც მოწინააღმდეგეს დიდ დანაკარგებს აყენებენ და მათ განდევნას ცდილობენ.