„ოკუპანტები ცდილობენ ბახმუტის გატეხას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მხოლოდ რუსულ არმიას, არამედ რუს დაქირავებულ მებრძოლებსაც“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, ბახმუტი კვლავ რჩება საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს, რომ უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ. მისი განცხადებით, სწორედ ეს დაეხმარება უკრაინას ომის დასრულების დაჩქარებაში.