უკრაინის პრეზიდენტი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში, ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტრო სადგურის გარშემო არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.
ზელენსკის თქმით, სიტუაცია ისევ სახიფათოა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან ნებისმიერი გათიშვა, მას კიდევ ერთხელ დააყენებს კატასტროფის პირას. პრეზიდენტის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისია ახლა სადგურზე მივიდეს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინელი დიპლომატები და პარტნიორები ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის ბრძოლას. ამასთან, ვიდეომიმართვაში უკრაინის ლიდერმა მარცვლეულის ექსპორტსა და სასურსათო კრიზისზეც ისაუბრა. მისი თქმით, ერთი თვის განმავლობაში უკრაინიდან მილიონი ტონა აგრარული პროდუქცია გავიდა.