ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სიტუაცია არაპროგნოზირებადი და საშიში ხდება – ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს. სააგენტო გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ატომურ სადგურზე სერიოზული ავარიის საფრთხე მოიხსნას. სააგენტოს ხელმძღვანელმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსეთმა ქალაქ ენერგოდარიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ამ ქალაქში ძირითადად ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მომსახურე პერსონალი და მათი ოჯახები ცხოვრობენ. რაფაელ გროსის განცხადებით, ატომური ობიექტის თანამშრომლები სადგურზე რჩებიან, თუმცა სიტუაცია პოტენციურად სახიფათოა.ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაფერი კეთდება.