უკრაინის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს გუშინ გავრცელებული ვიდეომიმართვისთვის მადლობას უხდის. „გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლების მოყვარე ერს“, – წერს ზელენსკი. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა უკრაინის ომის ორი წლისთავთან დაკავშირებული გუშინ გაავრცელა და უკრაინელ ერს მხარდაჭერა გამოუცხადა.