უკრაინის პრემიერის მიმართვა მოსახლეობას

უკრაინული არმია აგრესორის მოსაგერიებლად მზად არის,აცხადებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ფეისბუქზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის გამწვავების ფონზე, მოსახლეობას მიმართა.

დენის შმიგალი უკრაინელებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები რვა წელია იცავენ საზღვრებს, დიპლომატები აწარმოებენ რთულ მოლაპარაკებებს და უკრაინელები იმის გაგებით ცხოვრობენ, რომ არსებობს საშიში და მზაკვრული მეზობელი, რომელიც მათ დაშინებას, გატეხვასა და განადგურებას ცდილობს, მაგრამ 2014 წლისგან განსხვავებით, დღესდღეობით უკრაინული არმია მზად არის, – აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის თავმოყრა ისევ გრძელდება. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდეს.